მთავარიჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

რა არის petinfo.ge?

petinfo.ge არის ცხოველების ჯანმრთელობისა და მოვლის შესახებ ქართულენოვანი საინფორმაციო პორტალი. ჩვენი მიზანია, პატრონს სანდო ინფორმაცია გასაგები ენით მივაწოდოთ.

როგორ გამოვიყენოთ საიტი?

სამედიცინო გზამკვლევებში მასალა ცხოველებისა და საკითხების მიხედვითაა დალაგებული. სიმპტომების გზამკვლევი დაგეხმარებათ შესაბამისი ინფორმაციის მოძებნაში.

საიტის მასალა საინფორმაციოა და ვერ ცვლის ვეტერინარის გასინჯვას, დიაგნოზსა და ინდივიდუალურ დანიშნულებას.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

petinfo.ge-ს მასალა განკუთვნილია ზოგადი ინფორმირებისა და განათლებისთვის. ის არ წარმოადგენს ვეტერინარულ კონსულტაციას, დიაგნოზს ან მკურნალობის ინდივიდუალურ დანიშნულებას. საიტის გამოყენებით ვეტერინარსა და პაციენტს შორის პროფესიული ურთიერთობა არ წარმოიშობა.

სიმპტომების გზამკვლევის შედეგები საორიენტაციოა. ისინი ვერ ადასტურებს დიაგნოზს, ვერ გამორიცხავს მძიმე მდგომარეობას და ვერ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას. გადაუდებელი ნიშნებისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ვეტერინარულ კლინიკას; დახმარება საიტზე ინფორმაციის ძებნის გამო არ გადადოთ.

წყაროების შემოწმების მიუხედავად, ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს უზუსტობას, იყოს არასრული ან დროთა განმავლობაში მოძველდეს. ამ ეტაპზე სტატიებს პროფესიული ვეტერინარული რეცენზია არ გაუვლია. ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ მასალა ყველა ცხოველის მდგომარეობას შეესაბამება ან მის გამოყენებას კონკრეტული შედეგი მოჰყვება.

კანონით დაშვებულ ფარგლებში petinfo.ge არ იღებს პასუხისმგებლობას ზიანზე, რომელიც გამოწვეულია საიტზე მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებით, თვითდიაგნოსტიკით, თვითმკურნალობით, ვეტერინარული დახმარების გადადებით ან ინფორმაციის არასწორი გამოყენებით.

მასალის გამოყენების პირობები

შეგიძლიათ თავისუფლად გააზიაროთ ჩვენი გვერდებისა და სტატიების ბმულები.

მოკლე ამონარიდის გამოყენებისას წყაროდ მიუთითეთ petinfo.ge და დაურთეთ უშუალოდ შესაბამისი სტატიის ბმული. თუ სტატიას ავტორი მითითებული ჰყავს, მიუთითეთ მისი სახელიც. ამონარიდი ზუსტად უნდა გადმოსცემდეს ორიგინალის აზრს; ნუ მოაცილებთ მას მნიშვნელოვან კონტექსტსა და უსაფრთხოების გაფრთხილებებს.

სრული სტატიის ან მისი არსებითი ნაწილის გადაბეჭდვა, თარგმნა და სხვა პლატფორმაზე ხელახალი გამოქვეყნება წინასწარ წერილობით შეგვითანხმეთ, გარდა კანონით ნებადართული შემთხვევებისა. მხოლოდ წყაროს მითითება ამგვარი გამოყენების ნებართვას არ ნიშნავს.

სამედიცინო ფაქტები და იდეები ამ პირობებით არ იზღუდება. პირობები არ აუქმებს კანონით დაშვებულ ციტირებასა და სხვა თავისუფალ გამოყენებას.

მესამე პირების ფოტოებზე, აიქონებზე, შრიფტებსა და სხვა მასალაზე შესაბამისი უფლებამფლობელის ლიცენზია ვრცელდება. petinfo.ge მათზე დამატებით უფლებებს არ გასცემს.

აიქონები

საიტზე გამოყენებულია Font Awesome Free-ის ცხოველებისა და შერჩეული სამედიცინო თემების აიქონები. ავტორი: Fonticons, Inc. ლიცენზია: CC BY 4.0. ნიშნებს შეცვლილი აქვს ფერი და ზომა.

ცხოველების კატალოგის აიქონები

ცხოველების ფილტრებში გამოყენებულია Game Icons-ის ნიშნები. ავტორები: Lorc და Delapouite. ლიცენზია: CC BY 3.0. ნიშნებს შეცვლილი აქვს ფონი, ფერი და ზომა; ძირითადი კონტურები შენარჩუნებულია.